შექსპირის პიესის “ტიტუს ანდრონიკუსის” პირველწყაროსა და თვით პიესის გენეზისის საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. რომაული ციკლის სხვა პიესებისაგან განსხვავებით, მას არ აქვს კონკრეტული ისტორიული წაყრო, უფრო მეტიც ის არ ასახავს რომის ცხოვრების ერთ რომელიმე ეპოქას. მასში აღწერილი ამბები შესაძლოა იწყებოდეს თეოდოსის ხანიდან (379-395) ან იუსტინიანე I (527-565) მეფობიდან და მთავრდებოდეს გუთების შემოსევით. “პიესა არ მოიცავს რომის ისტორიის ერთ რომელიმე პოლიტიკურ ეპოქას, არამედ ის წარმოადგენს რომის პოლიტიკის ერთგვარ რეზიუმეს.”[1] სხვადასხვა წყაროს შორის სახელდებიან ოვიდიუსის “მეტამორფოზები”, სენეკას “ფიესტო” და “ტროელი ქალები”. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შექსპირის მიერ პიესის ტექსტში ამ ავტორებისა და ნაწარმოებების მოხსენიება, უფრო ერთგვარი მეთოდია, რათა მკითხველს თუ მაყურებელს მიანიშნოს თუ რა სახის მოვლენებს ექნება ადგილი პიესაში და არა თვით ამ ავტორების თუ ნაწარმოებების წყაროდ გამოყენების მცდელობა. მაგალითად, მარკუსის სიტყვები, რომლებიც დასახიჩრებულ ლავინიას ეხება, -
“ფილომელამაც ხომ დაკარგა ენა, მაგრამ მან
თვის ნაქარგებში ჩააქსოვა თავის ფიქრები.
შენ კი, ძმისწულო, საყვარელო, მაგასაც ვერ იქმ,
რადგან შენ უფრო გაიძვერა ტერევსს შემოხვდი”[2], _ უფრო ლიტერ-ატურეული შედარებაა და მინიშნება შემდგომ ამბებზე, რომლებიც პიესაში უნდა განვითარდნენ. თუმცა შესაძლოა პიესაში შემავალი სხვადასხვა სცენების (ამბების) ფაბულებისათვის შექსპირი მართლაც იყენებდა კონკრეტული ავტორის კონკრეტულ ნაწარმოებს.
შექსპირი შესაძლოა იყენებდა XIII საუკუნის ლეგენდების, მითების, ანეკდოტების კრებულს გამოცემულს ლათინურ ენაზე “GGesta Romanorum”[3]. მსგავსი ამბების ავტორი იყო მატეო ბანდელო, რომელიც თავის მხრივ იყენებდა ბოკაჩოს და ჩოსერის ნაწარმოებებს და რომელსაც შესაძლოა იყენებდა შექსპირი. წაყროდ გამოყენებული შეიძლებოდა ყოფილიყო უილიამ პეინტერიც, პირველი ინგლისელი ავტორი, რომელიც მსგავსი ხელწერით წერდა და რომელიც სარგებლობდა ჰეროდოტეს, პლუტარქეს, ლივიუსის, ტაციტის, ჯოვანი ბატისტა ჯირალდის და ბანდელოს ნაწარმოწბებით.[4] თვალსაზრისი, რომ შექსპირი შესაძლოა იყენებდა ბანდელოს და პეინტერს, განმტკიცებულია იმ მოსაზრებით, რომ მოგვიანებით იგი აქტიურად სარგებლობდა ამ წყაროებით.

სცენისათვის, სადაც ლავინია ქვიშაში წერს საკუთარი მტრების სახელებს, შექსპირმა შესაძლოა გამოიყენა “მეტამორფოზების” პირველი წიგნის ისტორია, სადაც მოთხრობილია იოს გაუპატიურების შესახებ ზევსის მიერ. რათა არ მოხდეს მომხდარის გამხელა, ზევსი იოს ძროხად გადააქცევს. როცა მამას შეხვდება, იო ცდილობს უთხრას ვინც არის, მაგრამ ვერ ახერხებს, სანამ ბრჭყალებით მიწაზე არ ამოკაწრავს საკუთარ სახელს.[5]
ტიტუსის შურისძიების სცენა შესაძლოა ასევე ნაკარნახევი იყო სენეკას “ფიესტოს” ზეგავლენით. პიესა მოგვითხრობს ფიესტოს, პიზის მეფე პელოპსის შვილის ამბავს, რომელიც ძმასთან ატრეუსთან ერთად გაგზავნილი იქნა პელოპსში საკუთარი ძმის, კრიზიპუსის მოსაკლავად. ისინი გარბიან მიკენში და მალე იწყებენ ბრძოლას ტახტისათვის. მაგრამ ერთმანეთის მიმართ უნდობლობა უჩნდებათ და ფიესტო ატყუებს ატრეუს რომ იგი აირჩიეს ერთადერთ ხელმწიფედ. ატრეუსი გადაწყვეტს მოიპოვოს ზევსისა და ჰერმესის მხარდაჭერა, წაართვას ტახტი ფიესტოს და გააძევოს იგი მიკენიდან. მოგვიანებით ატრეუსი შეიტყობს, რომ მის ცოლს, აეროუპას ინტიმური კავშირი ქონდა ფიესტოსთან და იგი ფიცს დებს შურისძიების შესახებ. ის შეუთვლის ფიესტოს, რომ დაბრუნდეს მიკენში ოჯახთან ერთად და დაივიწყონ ძველი მტრობა. როცა ფიესტო ბრუნდება, ატრეუსი ჩუმად მოაკვლებინებს მის შვილებს, დააჭრის მათ თავებსა და ხელებს და დანარჩენი სხეულისაგან ღვეზელს გამოაცხობინებს. როცა ფიესტო შეჭამს ღვეზელს, ატრეუსს გამოაქვს თავები და ხელები და აჩვენებს ფიესტოს და ამით აგებინებს, რაც ჩაიდინა.
სცენა, როცა ტიტუსი სატურნინუს ეკითხება, თუ როგორ უნდა მოიქცეს მამა თუ მისი ქალიშვილი შეურაცხყვეს, მიგვანიშნებს ვერჯინიას ამბავზე ლივიუსის “ქალაქის დაარსებიდან”. დაახლოებით 451 წ. ჩვ.-მდე რომის რესპუბლიკის დეცემვირ აპიუს კლავდიუს კრესუსს დაუძლეველი ვნება შეიპყრობს ყოფილი ტრიბუნის ლუციუს იკილიუსის საცოლის, ვერჯინიასადმი. ქალი უარს ამბობს კლავდიუსის საჩუქრებზე, რაც მის განრისხებას იწვევს და იგი მოიტაცებს ქალს. მაგრამ ლუციუსიც და ვერჯინიას მამაც, ცნობილი ცენტურიონი ლუციუს ვერჯინიუსი, პატივსაცემი პირები არიან და კლავდიუსი იძულებულია კანონიერად მოიპოვოს ვერჯინიას შერთვის უფლება. ფორუმზე თავყრილობას კლავდიუსი ძალის გამოყენებით ემუქრება, რის გამოც ვერჯინიუსის მომხრეები გარბიან. ამის შემხედვარე ვერჯინიუსი ნებართვას იღებს კლავდიუსისაგან დაელაპარაკის ქალიშვილს. კლავდიუსი თანხმდება. მაგრამ ვერჯინიუსი მახვილის ჩაცემით კლავს ვერჯინიას, რადგან მიაჩნია, რომ მხოლოდ ამ გზით შეუძლია შეუნარჩუნოს მას თავისუფლება.
სცენისათვის, სადაც აარონი მოტყუებით მოაკვეთინებს ხელს ტიტუსს, ალბათ წყაროს წარმოადგენდა XVI საუკუნეში ფართოდ გავრცელებული უსათაურო მოთხრობა შურისმაძიებელ მავრზე (ინგლისური ვერსია “წიგნის გამომცემელთა და მოვაჭრეთა რეესტრში” დარეგისტრირებული იქნა 1569 წელს, ჩვენამდე არ მოუღწევია.).[6] მოთხრობაში ცოლიანი, ორშვილიანი კეთილშობილი კაცი სჯის თავის მავრიტანელ მოსამსახურეს, რომელიც დაიფიცებს, რომ შურს იძიებს. მოსამსახურე შეიპარება კოშკში, სადაც კაცის ცოლ-შვილი ცხოვრობს და ძალით გააუპატიურებს ქალს. ქალის კივილს გაიგებს ქმარი, მაგრამ მავრი მოასწრებს ასაწევი ხიდის აწევას. შემდეგ კლავს ორივე შვილს ციხის წვეტიან ქონგურებზე მამის თვალწინ. კაცი ევედრება მავრს და მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რათა გადაარჩინოს ცოლი. მავრი მოითხოვს, რომ კაცმა ჭრილობა მიიყენოს. კაცი ემორჩილება, მაგრამ მავრი კლავს ცოლსაც. კაცი გაოგნებისაგან კვდება. მავრი გადახტება ციხის ქონგურიდან, რათა გაექცეს სასჯელს.

ჯეფრი ბალო ამტკიცებს, რომ ლუციუსის ხასიათის თავისებურებანი (მამისაგან გაუცხოება, ლტოლვილობაში მეგზურობა, მხარში დგომა ოჯახის პატივის დასაცავად და შურისძიებაში დახმარება), ალბათ აღებული უნდა იყოს პლუტარქეს “კორიოლანუსის ცხოვრებიდან”[8] რაც შეეხება ლუციუსის სახელს, ფრენსის ეიეტსი ფიქრობს, რომ შესაძლოა ეს სახელი გამოყენებული იქნა დიდ ბრიტანეთში ქრისტიანობის გამავრცელებლის სეინტ ლუციუსის პატივსაცემად.[9] მეორეს მხრივ, ჯონათან ბეიტი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ლუციუსის სახელი შერჩეულია რომის რესპუბლიკის დამაარსებლის ლუციუს იულიუს ბრუტუსის პატივსაცემად და რომ “ადამიანი რომელიც იმარჯვებდა ადამიანებზე მათივე აჯანყებით, იყო ლუციუს იულიუს ბრუტუსი და იგივე როლს ასრულებს პიესაში ლუციუსიც”[10]
ლავინიას სახელი შესაძლოა აღებული იყოს მითოლოგიური ფიგურის ლაციოს მეფის ლეტინუსის ქალიშვილის სახელიდან, რომელიც იხსენიება ვირგილიუსის “ენეიდაში”.
ა. ს. ჰამილტონი ვარაუდობს, რომ სახელი ტამორა შესაძლოა აღებულია ისტორიული ფიგურა ტომირისის, სასტიკი და დაუნდობელი დედოფლის სახელიდან.[11] იუჯინ ვეიტი ვარაუდობს, რომ ტამორას შვილის სახელი ალარბუსი, შესაძლოა აღებულია ჯორჯ პიტენჰემის პოეზიიდან (1589), რომელიც შეიცავს ნაწარმოებს “რომაელი პრინცი, რომელიც იმორჩილებდა ველურ აფრიკელებს და უკანონო ალარბუსი”[12]
გ.კ. ჰუნტერი ვარაუდობს, რომ სახელი სატურნინუსი შექსპირმა შესაძლოა აიღო ჰეროდიანეს “იმპერატორთა ისტორიიდან მარკუსის შემდეგ”, სადაც ნაჩვენებია ეჭვიანი და ძლიერი ტრიბუნი სატურნინუსი[13] მეორეს მხრივ, ვეიტი ფიქრობს, რომ შესაძლოა შექსპირი ფიქრობდა ასტროლოგიურ თეორიაზე და შესაძლოა მას ნანახი ქონდა გაი მერჩანტის “The Kalendayr of the shyppars” (1503), რომელიც აცხადებდა, რომ მკაცრი მამაკაცები (ანუ სატურნის ნიშნის ქვეშ დაბადებულნი) არიან “ცრუნი, მოშურნენი და ბოროტგანზრახულნი”.[14] შექსპირმა ალბათ სახელები: ბასიანუსი, მარკუსი, კვინტუსი, ემილიუსი, დემეტრიუსი, პუბლიუსი აიღო პლუტარქეს “სციპიონ აფრიკელის ცხოვრებიდან”[15]M
მიუხედავად ცალკეული სცენების, სიუჟეტური ხაზების და პერსონაჟთა დასახელებებისათვის ჩამოთვლილი წყაროებისა, დრამის ყველაზე უფრო სავარაუდო წყაროდ მიიჩნევა შექსპირის დროს არსებული და ჩვენამდე XVIII საუკუნის მეორე ნახევრის გამოცემის სახით მოღწეული წიგნი, რომელიც შეიცავს “ტიტუს ანდრონიკუსის” პროზაულ ვერსიას და ტიტუსისა და გუთთა დედოფლის ბალადას (აღმოჩენილია 1936 წელს).[16] მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებულ წიგნში გუთების დედოფალს ატავა (Attava) ჰქვია და არა ტამორა.ა. ს. ჰამილტონი ვარაუდობს, რომ სახელი ტამორა შესაძლოა აღებულია ისტორიული ფიგურა ტომირისის, სასტიკი და დაუნდობელი დედოფლის სახელიდან.[11] იუჯინ ვეიტი ვარაუდობს, რომ ტამორას შვილის სახელი ალარბუსი, შესაძლოა აღებულია ჯორჯ პიტენჰემის პოეზიიდან (1589), რომელიც შეიცავს ნაწარმოებს “რომაელი პრინცი, რომელიც იმორჩილებდა ველურ აფრიკელებს და უკანონო ალარბუსი”[12]
გ.კ. ჰუნტერი ვარაუდობს, რომ სახელი სატურნინუსი შექსპირმა შესაძლოა აიღო ჰეროდიანეს “იმპერატორთა ისტორიიდან მარკუსის შემდეგ”, სადაც ნაჩვენებია ეჭვიანი და ძლიერი ტრიბუნი სატურნინუსი[13] მეორეს მხრივ, ვეიტი ფიქრობს, რომ შესაძლოა შექსპირი ფიქრობდა ასტროლოგიურ თეორიაზე და შესაძლოა მას ნანახი ქონდა გაი მერჩანტის “The Kalendayr of the shyppars” (1503), რომელიც აცხადებდა, რომ მკაცრი მამაკაცები (ანუ სატურნის ნიშნის ქვეშ დაბადებულნი) არიან “ცრუნი, მოშურნენი და ბოროტგანზრახულნი”.[14] შექსპირმა ალბათ სახელები: ბასიანუსი, მარკუსი, კვინტუსი, ემილიუსი, დემეტრიუსი, პუბლიუსი აიღო პლუტარქეს “სციპიონ აფრიკელის ცხოვრებიდან”[15]M
ცალკე მსჯელობის საგანია გასული საუკუნის 70-იან წლებში შ. ბადრიძისა და ი. კენჭოშვილის მიერ განხილული ვ. დიბელიუსის მოსაზრება. მას მიჩანია, რომ დრამის წაყაროს წარმოადგენს XII საუკუნის ბიზანტიის ისტორიის მოვლენები. კერძოდ, რომ შექსპირის გმირის ტიტუს ანდრონიკუსის პროტოტიპია ბიზანტიის კეისარი ანდრონიკ I (1183-85), ხოლო გუთების დედოფლის – ანდრონიკეს თანამედროვე ქართველთა მეფე თამარი (1184-1213). Dდიბელიუსი ეყრდნობა ანდრონიკეს მეფობის შემდგომი ხანის ისტორიკოსის ნიკიტა აკომინატორის ცნობას იმის შესახებ, რომ ანდრონიკეს მეფობა სავსე იყო საზარელი, დესპოტური და ყოველგვარ მორალს მოკლებული ამბებით; რომ ანდრონიკე სადისტურად დაუნდობელი იყო საკუთარი მტრების მიმართ, თუმცა გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნებისყოფით და ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი ინარჩუნებდა სიმშვიდეს. მისი ბიოგრაფია სავსეა აღვირახსნილობით. მაგრამ ანდრონიკე იყო ფართე გაქანების პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც გაატარა მთელი რიგი რეფორმები ქვეყნის ეკონომიკის მოწყობისათვის და დიდი კვალი დატოვა ბიზანტიის სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. დიბელიუსის აზრით რენესანსული ზეკაცის თვისებებით ანდრონიკე და შექსპირის გმირი ერთმანეთს გვანან. მაგალითად: ანდრონიკე კომნენი დაუნდობელი იყო უახლოესი ნათესავების მიმართ, ასევე არ დაინდო საკუთარი ვაჟი ტიტუსმაც. D D

“როგორც ისტორიული, ასევე შექსპირული ანდრონიკეს მთავარი მოწინააღმდეგე ქალია: ისტორიაში – დედოფალი მარია ქსენე, ხოლო შექსპირთან – ტამორა. ორივე შემთხვევაში ამ ქალების საყვარლები (ისტორიაში ალექსი პროტოსებასტოსი, ხოლო შექსპირთან აარონი) მათი ვაჟიშვილების მტრები არიან. ტიტუსი თავის ქალიშვილს ახალ მბრძანებელზე დანიშნავს, მაგრამ ეს ქორწინება ჩაიშლება. აქ დიბელიუსი ხედავს მსგავსებას მის მიერ ამდაგვარად გადმოცემულ ისტორიულ ფაქტთან: ანდრონიკე კომნენმა თავისი ქალიშვილი ირინე დააქორწინა თავისავე ნახევარძმაზე ალექსიზე. მაგრამ შემდგომში ანდრონიკეს შეეშინდა სიძის მეტოქეობისა, დააბრმავა იგი და განდევნა. ქმრის ბედი გაიზიარა ანდრონიკეს ქალიშვილმაც. დიბელიუსი ვარაუდობს, რომ ეს ორი ალექსი (ე. ი. კეისარი ალექსი და ანდრონიკეს ნახევარძმა), შესაძლოა შემდგომში ერთ პიროვნებად აღიქვეს”[17]

არიან, ხოლო თამარ მეფე და ანდრონიკე კომნენი ისტორიული წაყროების მიხედვით, პოლიტიკური მოსაზრებებით ერთმანეთს მფარველობდნენ. მათ შორის ნათესაური კავშირი არსებობდა. “თამარის პირველი ისტორიკოსის ცნობით: დავით აღმაშენებელმა თავისი ქალიშვილი კატა ბიზანტიაში გაგზავნა გასათხოვებლად. 1118 წლის აგვისტოში, როცა კეისარი ალექსი I სიკვდილის პირას იყო, კონსტანტინოპოლში ჩასულები იყვნენ აბაზგები (ე. ი. ქართველები), რომლებიც აცილებდნენ თავიანთი მეფის ასულს. ეს უკანასკნელი დანიშნული იყო კეისრის ვაჟზე ალექსიზე. უცნობია შედგა თუ არა ეს ქორწინება, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ შემდგომ ნიკიფორე ერენიუსმა ვერ მიიღო კეისრის ტახტი. გარდა ამისა, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული დროიდან კატას მეუღლე იყო ალექსის უმცროსი ვაჟი ისააკ I, რომელთანაც მას შეეძინა ანდრონიკ I კომნენი, შემდგომში ბიზანტიის კეისარი”[18]

თამარ-ტამორას იგივეობის წინააღმდეგ მეტყველებს ისიც, რომ XII და მომდევნო საუკუნეებშიც ევროპის მკვიდრნი თამარ მეფეს ასახელებდნენ უძლიერეს და ამავე დროს, ღვთისმოსავ დედოფლად.
რაც შეეხება შექსპირის დროს, ამ ხანებში ინგლისელებმა ბევრი არაფერი იცოდნენ არა თუ თამარზე, არამედ საერთოდ საქართველოზე.”[20]
A თავს უფლებას მივცემთ ამ საკითხში არ დავეთანხმოთ წერილის ავტორებს, რადგან ლონდონის მუზეუმში ინახება დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილი სპილენძის მონეტები და თუ დავით IV იცნობდნენ ინგლისელი ვაჭრები და მეომრები (ჯვაროსნები, რომლებიც დიდგორის ბრძოლაში მონაწილეობდნენ), გამორიცხული არაა, რომ ინფორმაცია თამარზეც ქონოდათ, მით უმეტეს, რომ იგი სასურველ სასძლოდ ითვლებოდა. შექსპირის დროინდელი ევროპა კი ძრწოდა მონღოლთა შიშით და შეუძლებელია თვალი არ მიედევნებინა მათი დამპყრობლური პოლიტიკისათვის, რაც თავისთავად გულისხმობს საქართველოს შესახებ ცნობების შეგროვებას.A

აქვე უნდა აღვნიშნოთ ბოლო პერიოდის კვლევები, რომლითაც დასტურდება, რომ რუსთაველის “ვეფხისტყაოსანს” (და მაშასადამე თამარსაც) შექსპირის თანამედროვე ინგლისელები არა თუ იცნობდნენ, მის ფაბულას იყენებდნენ კიდეც. კერძოდ, ელგუჯა ხინთიბიძე მიუთითებს: “ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტი ნაცნობი იყო XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისის უმაღლესი ლიტერატურული წრეებისათვის, რომელთაც იგი ლიტერატურული თვალსაზრისით წარმატებით გამოუყენებიათ. უილიამ შექსპირის სიცოცხლეში, მისი უშუალო მემკვიდრეების ფრანსის ბამონტისა და ჯონ ფლეტჩერის ორი პიესა “ფილასტერი” და “მეფე და არა მეფე” შექმნილია “ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტის გადამუშავებით. ამ თხზულებათა უშუალო სიუჟეტური წყარო ინგლისურ ლიტერატურულ კრიტიკაში დღემდე უცნობად ითვლებოდა.”[21]
“მეფე და არა მეფეში” მოქმედება მიმდინარეობს იბერიაშ, ანუ საქართველოში, რადგან პიესაში იბერიის მეფე ამარცხებს მის მეზობელ სომხეთს[22]
იგივე ავტორი მიუთითებს ქართულ ოჯახებში “ვეფხისტყაოსნის” ქალიშვილისათვის მზითვად გატანების ტრადიციაზე და ქართული ელემენტის გაჩენაზე ინგლისის სამეფო კართან დაახლოებულ სივრცეში ჯერ კიდევ XIV საუკუნეში. კერძოდ, ტრაპიზონის იმპერატორი ალექსი II (ტრაპეზონის სამეფო კი თამარის შექმნილია საქართველოს სამხრეთ საზღვრების დაცვის მიზნით) და მისი მეუღლე დიადჯაკ ჯაყელი, სამცხის ათაბაგის, ბექა I ჯაყელის ქალიშვილი, არიან ინგლისის დედოფალ ელისაბედ II და ესპანეთის მეფე ხუან-კარლოსის 22-ე, საფრანგეთის მეფე ლუი XVII მე-17 და ბელგიის პრინცის 23-ე წინაპრები.[23] ბექა I მეორე ასული, ნათელა, იყო დემეტრ II თავდადებულის მეუღლე. მათი ვაჟი გიორგი (გიორგი V ბრწყინვალე) ბექა I ოჯახში იზრდებოდა[24] ე. ი. ევროპა საქართველოს საკმაოდ კარგად იცნობდა.

ე. ხინთიბიძე განსაკუთრებით გამოყოფს სპარსეთის სამეფო კარზე დაწინაურებულ უნდილაძეთა გვარს, კეძოდ ალავერდი ხან უნდილაძეს. მან და მისმა შვილებმა , _
იმამ-ყული ხანმა, დაუდ ხანმა და შვილიშვილმა სეფი-ყული ხანმა სამეფო კარზე უდიდესი ავტორიტეტი, უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობანი (ბეგლარბეგობა) და სიმდიდრე მთელი 40 წლის მანძილზე შეინარჩუნეს[29] უნდილაძეთა გავლენაზე მიუთითებს შაჰ აბაზის კარზე პორტუგალიის ელჩის ჩანაწერი იმის თაობაზე, თუ როგორ უთხრა ერთხელ მას შაჰმა: “მთელი სპარსეთი მე მემორჩილება, ხოლო მე ალავერდი ხანს ვემორჩილებიო”. ალავერდი ხანი და მისი ოჯახი საკუთარი სახსრებით დიდ აღმშენებლობით და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა მთელს ირანში.

1612 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი დაიდო და შაჰმა საქართველოზე გალაშქრება გადაწყვიტა, რასაც ალავერდი ხანი შეეწინააღმდეგა და მალე გარდაიცვალა კიდეც. შაჰმა იგი დიდი პატივით დაკრძალა, მაგრამ ირანში დადიოდა ხმები, რომ მრისხანე მბრძანებელმა ალავერდი ხანი მოაწამვლინა.[32] ყოველივე თქმულიდან ნათლად ჩანს უნდილაძეთა ქართული სული და რადგან უნდილაეები მწიგნობრობის მოყვარულნი იყვნენ, ხოლო იმამ-ყული ხანს რომიდან ბერძნულ და ლათინურ ენებზე შესრულებული პლატონისა და არისტოტელეს
ნაწარმოებებიც გამოუწერია, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ შაჰ აბაზის კარზე 1598-99 წლებში ევროპელ, კერძოდ ინგლისელ დიპლომატთა გახშირებული ვიზიტების დროს, უნდილაძეებს მათთვის “ვეფხისტყაოსანიც” გაეცნოთ. უკვე 1608-1611 წლებში ინგლისის სამეფო თეატრალური დასის წრეებში ფრენსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მიერ “ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტზე დამყარებით დაიწერა ორი პიესა.[33]
ამრიგად, შექსპირისდროინდელი ინგლისი საკმაოდ კარგად იცნობდა საქართველოს და გასაკვირი არ არის, რომ ქართული წარმომავლობის რენესანსული ზეკაცის თვისებების მქონე ბიზანტიის კეისრის ცხოვრებითაც დაინტერესებულიყო ინგლისური დრამატურგია.
თამარ-ტამორასთან დაკავშირებული დასკვნა, სრულიადაც არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ტიტუს ანდრონიკუსის პროტოტიპად, სწორედაც რომ ანდრონიკე I მივიჩნიოთ, გამომდინარე იმ პარალელებიდან, რომლებიც გმირისა და ანდრონიკე კომნენის ხასიათსა და ცხოვრებისეულ პერიპეტიებს ახლავს.
კომნენის უმცროს ძეს ისააკს, რომელიც უფროს ძმასთან, კეისარ იოანე II ქიშპობის გამო ოჯახით ბიზანტიიდან თურქულ რუმ-იკონიაში გადაიხვეწა, სულთან რუქნადდინ მასუდ I ხიზნად. თურქთა კარზე მეორე ძე შეეძინა, ანდრონიკე. ბოლოს ძმამ შეირიგა და ისააკიც დაბრუნდა ბიზანტიაში. ისააკს ტახტი არ ეღირსა, უფროსი ძე, იოანეც იკონიაში დაბრუნდა, სულთანის ასული შეირთო და გათურქდა. შემდგომში ის ბიზანტიის იმპერიის დამპყრობის, მეჰმედ II დიდი ბაბუა გახდა. ამდენად, ბიზანტიის დამპყრობი თურქი ხელმწიფე კომნენების შთამომავალი იყო.[34]
1143 წელს კეისარი იოანე II გარდაიცვალა (ნადირობისას დაიჭრა სასიკვდილოდ; _ შეადარეთ ბაიანუსის სიკვდილს), ტახტი მისმა ძემ მანუილმა დაიკავა ისე, რომ ანდრონიკემ ხელის განძრევაც ვერ მოასწრო.

კეისარ მანუილ I კომნენთან, ე. ი. ღვიძლ ბიძაშ-ვილთან, ანდრონიკეს ახლო მეგობრული ურთიერთობა ქონდა: ერთად გაიზარდნენ, ერთად სწავლობდნენ. 1145 წელს მანუილმა ანდრონიკე ბელგრადის, ნიშისა და ბრანიცოვოს მმართველად დანიშნა. ანდრონიკემ კავშირი გააბა მადიართა (უნგრელთა) სასახლესთან, არპადოვიჩთა დინასტიის მეფე გეზა II, რომელიც საომარ მდგომარეობაში იყო კონსტანტინოპოლთან.

ანდრონიკე მხოლოდ უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების მიღების შემდეგ შეურიგდა მანუილს. ერთი წელი დაიცვეს ეს პირობები მოშუღლეებმა. ერთი წლის შემდეგ მანუილმა ანდრონიკე კონსტანტინოპოლიდან მოიშორა და კილიკიაში გაამწესა მთავარსარდლად. იქ ქალების მოყვარულმა ანდრონიკემ კიდევ ერთ ქალთან დაიჭირა საქმე – გრაფინია ფილიპასთან. ეს ქალი თვითონ კეისარ მანუილის ცოლის და, მარია დედოფლის და იყო. შურისძიებით დაშინებულმა ანდრონიკემ იმპერია დატოვა. მან თავი ანტიოქიას შეაფარა, მერე იერუსალიმს ჩავიდა და იქ ახალგამეფებულ ჯვაროსან ხელმწიფე ამალრიხს შეხვდა, ისიც აღაფრთოვანა და ქალაქი ბერიტი (ახლანდელი ბეირუთი) მიიღო საჩუქრად. იქ დედოფალი თეოდორა გაიხადა საყვარლად, წინარე მეფის, ბალდუინ III ქვრივი, ამალრიხის რძალი (ძმის ცოლი) და მანუილ კეისრის ძმისწული, ე. ი. თვით ანდრონიკეს ბიძაშვილი. (შეადარეთ გუთების შემოსევის წინამძღოლი ალერიჰი; გუთების დედოფალი ტამორა, რომელსაც რაღაც სიმპათიები აქვს ტიტუსისადმი და თეოდორა).

1167 წელს ანდრონიკე საქართველოში ჩამოვიდა. გიორგი III სიხარულითა და პატივით მიიღო მამიდაშვილი. ორივე დავით აღმაშენებლის შვილიშვილები იყვნენ: გიორგი _ დემეტრე I, ანდრონიკე _ კატასაგან. ანდრონიკეს სტუმრობისას, შირვანიდან გიორგის მეორე მამიდაშვილმა, დავით აღმაშენებლის “აღმოსავლელმა შვილიშვილმა”, უფროსი ასულის თამარისა და შირვანშაჰ მანუჩარ II ძემ, აღსართანმა (ახისტან) შველა ითხოვა ომში. აღსართანი გიორგის “უჩნდა ვითარცა შვილყოფილად, ვითარცა ერთი დიდებულთა მისთაგანი”. გიორგიმ ანდრონიკეც წაიყვანა და ხაზარები და ყივჩაყები ერთიანი ძალით განდევნეს შირვანიდან.“[36]

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეკლესიისაგან განკვეთა და დაწყევლა. დაუნდობელი ჟლეტა გრძელდებოდა მანამ, სანამ ტრაპიზონის გამგებელმა ნიკიფორე პალეოგოლოსმა ერთ-ერთ შეტაკებაში ხელთ არ იგდო თეოდორა და მისი შვილები, რომლებიც ანდრონიკესაგან ყავდა. ანდრონიკე მანუილთან გამოცხადდა, ფეხებში ჩაუვარდა და აცრემლებულმა, პატრიარქის თანდასწრებით შეწყალება ითხოვა.
ამ სურათს და ანდრონიკეს ჩაცმულობას ბიზანტიელი ისტორიკოსი ნიკიტა ხონიატე ასე აღწერს: “მას შემდეგ რაც ყველანი გადავიდნენ გაღმა ანდრონიკესთან, ბოლოს გადავიდა მასთან პატრიარქი თეოდოსიც, თანაც ახლდნენ წარჩინებული სასულიერო პირები. ანდრონიკემ რომ შეიტყო მის კარავს უახლოვდებოდა დიდი არქიელი, მაშინვე მიეგება მას, ჩაეცვა იისფერი სამოსი, წინ ჩაჭრილი, იბერიული ქსოვილისაგან შეკერილი, რომელიც მუხლამდე და დუნდულებამდე სწვდებოდა და ფარავდა ტანს ვიდრე მკლავებამდე; (ჩვენებურ ჩოხას გავს. _ მ. შ.) თავზე ეხურა პირამიდული საბურავი, კვამლის ფერისა: ასე ჩაცმული ცხენის ჩლიქებთან დავარდა და ამხელა კაცი გრძლად გაჭიმული იწვა.”[37] “უძღებმა შვილმა”, ამჯერადაც მიიღო შეწყალება. მანუილმა სამართველოდ პაფლაგონიის მდიდარი ქალაქი ენეა მისცა.
საკუთარ თავს “უღირს მრჩეველს” უწოდებდა. როცა იგრძნო, რომ ძალაუფლებას მტკიცედ ფლობდა, ღია მოქმედებაზე გადავიდა. 1183 წლის სექტემბერში იგი აკურთხეს, როგორც ალექსი II თანამმართველი, რის შემდეგაც მან სწრაფად მოახდინა ალექსის იზოლირება, ხოლო მოგვიანებით მოაკვლევინა.

ალექსის მკვლელობის შემდეგ, 63 წლის ანდრონიკემ ალექსის 13 წლის დაზე, აგნესაზე იქორწინა. მართალია, დინასტიური მოსაზრებებით ეს ქორწინება გამართლებული იყო, მაგრამ ცინიკურად გამოიყურებოდა.Dდიდებულები, ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამდა, სახიფათო მეამბოხეებად გამოაცხადა და დააბრმავა, ხოლო დაუმორჩილებელი პატრიატქი ფეოდოსი, გადაყენებულ იქნა.

უკმაყოფილო დიდებულებმა მოაწყვეს ამბოხი ანდრონიკეს წინააღმდე 1185 წლის მიწურულს. ანდრონიკემ ჩაახშო აჯანყება, მაგრამ მის მიერ გატარებულმა რეპრესიებმა თავიდან გამოიწვია აჯანყების ტალღა და ის ტახტიდან ჩამოაგდო ავანტურისტმა ისააკ II ანგელოსმა. მისი ბრძანებით შეპყრობილ ანდრონიკეს მკლავი მოკვეთეს და ცალი თვალი ამოთხარეს, მერე აქლემზე შესვეს და ქუჩებში ჩამოატარეს. ხალხმა თითქმის მკვდარი ანდრონიკე აწამა, ბოლოს ქალაქის მოედანზე თავდაყირა დაკიდა და დაუნდობლად ცემა. სიკვდილის წინ მომაკვდავმა ამოიკვნესა: “უფალო, უფალო, შემიწყალე მე; ხოლო თქვენ _ რაისთვის ამსხვრევთ ლერწამსა აწ დამსხვრეულსა?!” (შეადარეთ ტიტუსის ხელის მოკვეთას და მის უკანასკნელ სიტყვებს: “მარკუს, ჩირგვნი ვართ, კედრებად კი მოგვქონდა თავი.”) M მიცვალებული მანამ ეკიდა, სანამ ძვლის გროვად არ ჩამოიყარა.[42]
სავარაუდოდ ამ დროს დააბრმავეს და შემდეგ მოკლეს ანდრონიკეს ვაჟი მანუელი, რუსუდანის მეუღლე. რუსუდანმა დატოვა ბიზანტია და საქართველოში დაბრუნდა თავისი შვილებით. ერთერთი მათგანი, ალექსი, თამარის ხელშეწყობით ტრაპეზონის ახლადშექმნილი საკეისროს მეფე გახდა.[43]
დააკვირდით გენეალოგიას:

ტიტუსისა და ანდრონიკეს იდენტობის საკითხი მით უფრო მისაღებია, რომ ტიტუსიც მრავალმხრივი და წინააღმდეგობრივი ფიგურაა და როგორც მკვლევარები აღნიშნავენ: ტიტუს ანდრონიკუსი წარმოადგენს სიმბოლოს დაღუპვისა და დაშლის გზაზე შემდგარი “რკინის ხანის” რომისა, რომელშიც ერთმანეთს გადაეჭდო გაუგონარი სისასტიკე, უმადურობა, ცბიერება და შურისძიება. ტიტუს ანდრონიკუსი პატრიოტული საწყისის მატარებელია. მისი ცხოვრებისეული იდეალი რომისადმი მსახურებაა, რომელსაც მსხვერპლად შესწირა საკუთარი ძალა და შვილები. მას სამოქალაქო მშვიდობა სურს და ამიტომ ამბობს უარს ძალა-უფლებაზე სატურნინუსის სასარგებლოდ. მაგრამ ტიტუსის პატრიარქალურ მოწოდებებს წინ აღუდგება სატურნინუსის პატივმოყვარეობა, გუთების დედოფალ ტამორას შურისძიების სურვილი და მავრ აარონის ბოროტებისაკენ ბრმა მიდრეკილება, _ ”ბოროტება ბოროტებისათვის”. [44]
ამას გარდა აუცილებელია განვიხილოთ ბიზანტიის ისტორიის ის მონაკვეთიც,
როცა 533 წელს იმპერატორმა იუსტინიანემ დაიწყო ომი გუთებთან რომის გამო. ომს წარმატებით აწარმოებდა მხედართმთავარი ველიაზარი, რომელიც შემდგომში გამოხმობილი იქნა, ხოლო მის ადგილას დაინიშნა ნარსესი, რომელმაც საბოლოოდ გაანადგურა ტოტილა 552 წელს (ტიტუს ანდრონიკუსიც საბერძნეთიდან მოვიდა რომის სახსნელად). O ორივე მხედართმთავარი შექსპირის პერსონაჟის მსგავსად სასტიკად იქნენ დასჯილნი უმადური იმპერატორების მიერ[45]
ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი წყაროები არ არიან ერთადერთი წყაროები, რომლებიც შესაძლოა ჩაითვალონ “ტიტუს ანდრონიკუსის” წყაროდ. მართებული იქნებოდა ძიება თვით პიესის ტექსტიდან დაგვეწყო, კერძოდ, ბასიანუსი დასაწყისშივე ამბობს:
“რომაელებო, მეგობრებო და თანამდგომნო,B
ბასიანუსი _ კეისრის ძე თუკი ღირსია,
რომ გადმოხედოს რომმა თავის მოწყალე თვალით,
მაშინ კარიბჭე დაიცავით კაპიტოლისა, არ დაანებოთ, რომ შებღალონ კეისრის ტახტი,
რომელიც მუდამ მსახურებდა ქველმოქმედებას,
პატიოსნებას, სიმართლეს და ლმობიერებას.”[46]

ძნელი დასადგენია თუ ვინ იყო ეს ქველი ხელმწიფე, რომელსაც შვილი ასეთი ეპითეტებით იხსენიებს, მაგრამ არ ასახელებს მის სახელს. რაც შეეხება ამ კეისრის შვილების სახელებს, ისინი რომის ისტორიაში შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: ჩვ. წ.-მდე 100 წელს მოღვაწე რადიკალი პოლიტიკოსი იყო ერთადერთი სატურნინუსი, რომელის მოღვაწეობას დაემთხვა არეულობები რომში, რამელმაც საბოლოოდ რესპუბლიკის დაცემა გამოიწვია.
რაც შეეხება ბასიანუსს, ამ სახელით სამი იმპერატორია ცნობილი სეპტიმუს სევერის დინასტიიდან, რომლებიც ჩვ. წ. III საუკუნეში მართავდნენ რომს[47]
ჩვენთვის ყველაზე მეტად ყურადსაღებია სეპტიმუს სევერის უფროსი ძის, ასევე ბასიანუსის ისტორია, რომელიც რომს კარაკალას სახელით მართავდა[48]
პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ დინასტიის წარმომადგენელთა ლათინურ სახელს: დინასტიის დამაარსებელს ერქვა Septimius Severus Lucius. შექსპირის პიესაში ორი ლუციუსი გვხვდება (ტიტუსის შვილი და შვილიშვილი). ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო პიროვნებას, სეპტიმიუს სევერის უფროს ვაჟს კი უწოდებდნენ _ MMMarcus Avrelius Severus Antoninus Mმარკუს ავრელიუს სევერუს ანტონინუს.[49] ამ სახელიდან სულ ცოტა ორი სიტყვის ჟღერადობა მოგვაგონებს შექსპირის პიესას, კერძოდ MMMMarcus – მარკუსი (ტიტიუსის ძმა) და AAntoninus – ანდრონიკუსი (ტიტუსის გვარი); მეტიც, პიესაში გვხვდება ამ ჟღერადობის იდენტური პერსონაჟიც კი – მარკუს ანდრონიკუსი (ტიტუსის ძმა). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კარაკალას პირველადი სახელი იყო Septimius Bassianus, [50] რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს პიესის ერთ-ერთ პერსონაჟს, - ბასიანუსს (იმპერატორ სატურნინუსის ძმას).B

გამოირჩეოდა რა უხეში გარეგნობითა და სისასტიკით, კარაკალა გვევლინება საკუთარი სიმამრის, ცოლის, სიძის და ძმის მკვლელობაში პირდაპირ თუ ირიბ დამნაშავედ; მასვე მიაწერდნენ მამამისის სიკვდილის დაჩქარებას. მას ხშირად ნახევრად შეშლილად გამოსახავდნენ, მაგრამ იგივე წაყაროები აღნიშნავენ მის მახვილგონიერებას და ორატორულ ნიჭს.[51] არც თუ შორსაა შექსპირისეული სატურნინუსის დახასიათებისაგან. კიდევ უფრო განგვიმტკიცდება ეს რწმენა, თუ ჩვენს მიერ მოძიებულ კარაკალას გრანიტის ბიუსტს დავაკვირდებით.

თვითონ კარაკალა “ სიმპატიით სარგებლობდა გერმანელებში და მეგობრობდა კიდეც მათთან. (შექსპირის სატურნინუსიც არ თაკილობს გუთებთან მეგობრობასა და ნათესაობას.) იცვამდა მათ სამოსს ვერცხლისფერი ნაქარგობით, იკეთებდა ქერა პარიკს და გერმანულად ივარცხნიდა. ბარბაროსებს უხაროდათ ეს და ამის გამო უყვარდათ იგი. რომაელ ჯარისკაცებსაც არ შეეძლოთ არ ყვარებოდათ იმ ხელფასების გამო, რასაც მათთვის იმეტებდა. გარდა ამისა, უყვარდათ იმიტომაც, რომ იგი იქცეოდა როგორც ნამდვილი ჯარისკაცი: თუ მიწის გათხრა იყო საჭირო, ის პირველი თხრიდა მას, ხიდის გადება მდინარეზე, _ ის პირველი აკეთებდა, და საერთოდ, არ თაკილობდა საქმეს, რომელიც ფიზიკურ შრომას მოითხოვდა.”[53]
გარდა სახელების ჟღერადობის იდენტურობისა, საინტერესოა ის პარალელებიც, რაც კარაკალას მოღვაწეობასა და ცხოვრებაში გვხვდება და გვაგონებს შექსპირული პიესის ფაბულას, კერძოდ: კარაკალას ჰყავდა ძმა გეტა.
“Historia AugustaH” გვატყობინებს: “გეტა იყო ლამაზი ახალგაზრდა დახვეწილი ქცევებით, არ იყო უსინდისო; თუმცა იყო ძუნწი, სწავლობდა სიტყვის მნიშვნელობას, უყვარდა ჭამა და სხვადასხვა სანელებლებით გაზავებულ ღვინოს ხარბად ეწაფებოდა. თავის ლიტერატურულ მოღვაწეობაში თავს ძველი მწერლების მიმდევრად თვლიდა და ყოველთვის ახსოვდა მამამისის გამონათქვამები. მიუხედავად მცირე ენაბლუობისა, ხმა მჟღერი ქონდა. იმ ზომამდე უყვარდა ძვირფასი სამოსი, რომ მამა დასცინოდა; ყველაფერს, რასაც მშობლებისგან საჩუქრად იღებდა ახმარდა ჩაცმულობას და არავის არაფერს აძლევდა. ამის გამო ძმა ყოველთვის სიძულვილით ექცეოდა.”[54] ძირითად ხაზებში ბასიანუსის დახასიათებას გვაგონებს ეს აღწერილობა.

გონიერმა ხელმწიფემ კარგად იცოდა საკუთარი შვილების ზნე და სიკვდილის წინ კიდევ ერთხელ დაარიგა ისინი. გამართლდა კიდეც მომაკვდავის შიში.
211 წელს მამის სიკვდილი შემდეგ, ძმები ერთად შეუდგნენ სახელმწიფოს მართვას. მაგრამ ეს მდგომარეობა მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდა.
ძმები ბავშვობიდან მტრობდნენ ერთმანეთს. სევერე მუდმივად ცდილობდა თავის
სიახლოვეს ყოლოდა ისინი, რომ როგორმე შეერიგებინა. გარდაცვალების დროსაც
ლაშქრობაში იმყოფებოდა და შვილები თან ახლდნენ. მათი მორჯულების მიზნით
მამამ ბასიანუსი (იგივე კარაკალა) ადრე დააქორწინა პრეტორიის პრეფექტის,
პლავტიანის ქალიშვილზე. მაგრამ ბასიანუსი სასტიკად ექცეოდა ქალს, არ იყოფდა
მასთან სარეცელს, არ ჯდებოდა მასთან ერთად მაგიდასთან, განიცდიდა მის
მიმართ ზიზღს და იმუქრებოდა, რომ მოკლავდა, როგორც კი ერთპიროვნული
მმართველი გახდებოდა[56]
ჯერ კიდევ მაშინ დაიძაბა ძმებს შორის ურთიერთობა, როცა რომისაკენ მიმავალ გზაზე, მამის ცხედარს მიასვენებდნენ (გაიხსენეთ, რომ პიესა ტიტუსის მოკლული შვილების რომში ჩამოსვენებით იწყება).
ჯერ კიდევ მაშინ დაიძაბა ძმებს შორის ურთიერთობა, როცა რომისაკენ მიმავალ გზაზე, მამის ცხედარს მიასვენებდნენ (გაიხსენეთ, რომ პიესა ტიტუსის მოკლული შვილების რომში ჩამოსვენებით იწყება).

მართველობაში არსებული ქაოსიდან თავის დასაღწევად კარაკალამ, ვითომდა მოლაპარაკებებისათვის დედასთან დაიბარა ძმა. როცა გეტა განზრახვას მიუხვდა და თავდაცვის მიზნით დედას ამოეფარა, კარაკალამ იგი დედისავე ხელებში მოაკვლევინა. (გაიხსენეთ, რომ ბასიანუსიც ქალების (ლავინიას და ტამორას თანდასწრებით იქნა მოკლული.)
მკვლევართა აზრით გეტას მკვლელობის მიზეზი ის იყო, რომ ის უფრო “ინტელიგენტურად” გამოიყურებოდა, უფრო უყვარდათ სენატორებს. ამის შედეგი იყო ისიც, რომ გეტას მიმართ კარაკალამ გამოაცხადა damnation memoriae – “ხსოვნის დაწყევლა”. იგი არა მხოლოდ გაუსწორდა გეტას მომხრეებს, არამედ გაანადგურებინა თვით გეტას პორტრეტები საოჯახო რელიქვიებიდან. იგი გაუსწორდა თავის საძულველ ცოლს, პავტილიას (Publia Fulvia Plautilla), 205 წელს გადაასახლა, ხოლო 212 წელს მოაკვლევინა. იგივე ბედი ეწიათ ნათესავებსაც. რეპრესირებულთა რიცხვმა 20 ათასს მიაღწია. აქ შედიოდნენ პროვინციათა ხელმძღვანელები, ოფიცრები, ჯარისკაცები, მოსამსახურეები და ისინიც, ვინც გეტას მოკვლაში დაეხმარა.[59]
არაფრით ჩამოუვარდება საბჭოეთის 37 წელს და ცხადია მსგავსება სატურნინუსის მიერ მისი ყოფილი მოკავშირეების (კერძოდ, ტიტუსის) განადგურებასთან.…
კარაკალას პიროვნებაზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად, აუცილებელია მისი და მამამისის მეორე ცოლის, იულია დომნას ურთიერთობის შესახებ გვქონდეს გარკვეული ინფორმაცია.

იულია დომნა იყო სეპტიმუს სევერის მეორე ცოლი. სევერმა ჯერ კიდევ მაშინ იქორწინა მასზე, სანამ იმპერატორი გახდებოდა. წყაროები გადმოგვცემენ, რომ დაქვრივების შემდეგ სევერმა გადაწყვიტა კვლავ დაქორწინებუნიყო და საპატარძლოების ჰოროსკოპების შესწავლას მიჰყო ხელი. ამ დროს შეიტყო, რომ სირიაში არის ქალიშვილი, რომლის ჰოროსკოპიც ამბობდა, რომ მეფის ცოლი შეიქნებოდა. სევერმა ყველა ღონე იხმარა, რომ ეს ქალიშვილი ცოლად შეერთო და მიაღწია კიდეც ამას.
იულია იყო ლამაზი და განათლებული ქალი, ის იცნობდა ფილოსოფოსებს და მფარველობდა ინტელექტუალებს. თუმცა სეპტიმუს სევერის ბიოგრაფი ჰეროდიანე გვამცნობს: “ოჯახში სევერი არ იყო წინდახედული, მან თავისთან დატოვა მეუღლე იულია, რომელმაც სახელი გაითქვა სასიყვარულო ისტორიებით და ბრალი ედებოდა, როგორც შეთქმულებებში მონაწილეს.”[60]

სპარტიანეს ცნობით, გეტას მკვლელობის შემდეგ კარაკალამ იულიას ნახევრად შიშველს შეუსწრო (სპარტიანე ეჭვს გამოთქვამს, რომ ქალმა ეს სპეციალრად გააკეთა) და წამოცდა “ვინანებდი, ეს რომ ნებადართული იყოს”, რაზეც ქალმა უპასუხა: “თუ გნებავს, ნებადართულიცაა. განა არ იცი, რომ იმპერატორი ხარ. შენ ხელს აწერ კანონებს, კი არა ემორჩილები მათ.”[61] და კარაკალამ გადაიხადა ქორწილი... მკვლევარები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული წყარო შეცდომას უშვებს, როცა იულიას კარაკალას დედინაცვლად იხსენიებს. ისინი თვლიან, რომ კარაკალა და გეტა, ორივე სეპტიმუს სევერისა და იულიას შვილები იყვნენ. მაშინ დედა-შვილმა კიდევ უფრო დაუშვებელი ცოდვა, - ინცესტი ჩაიდინა, რომელიც იმდროინდელი რომაული კანონმდებლობით სასტიკად იყო აკრძალული.
კარაკალამ იულიას სახელმწიფო კანცელარია ჩააბარა და ყველა საბუთზე იმპერატორის ხელმოწერის გვერდით, იულიას ხელმოწერაც იყო. არცერთ ქალს რომის იმპერიაში, არც მანმადე და არც მერე, ამხელა სიმაღლისათვის არ მიუღწევია.[62] პიესაშიც ზედმიწევნითაა აღწერილი ტამორას (იულიას) მდგომარეობა:
”აარონი: _ აჰა, ტამორამ მიაღწია ოლიმპოს მწვერვალს
და იქ ნებივრობს, სადაც ბედი ვერას უმუხთლებს,
სადაც ვერ აღწევს ელვის ცეცხლი, ქუხილის გრგვინვა
და ვერ მისწვდება შურისგების ბოროტი ხელი.
ვით მზე, ელვარე, ოდეს ცისკარს მიესალმება,
მოავარაყებს ოკეანეს ოქროს სხივებით
და მერე მიჰქრის მბრწყინავ ეტლით ზოდიაქოსკენ,
(გაიხსენეთ, რომ იულია ზოდიაქოთი შეარჩია სევერმა.)
რომ მედიდურად გადმოხედოს მთათა მწვერვალებს,
ტამორაც, ასე!
მას შესწევს ძალა მიწიერი დიდებით დატკბეს
და სათნოება ითრგუნება მისი მზერის ქვეშ.”[63]
(ბოლო სტრიქონი ტამორას და იულიას ერთნაირად შეგვიძლია მივუსადაგოდ.)

ძველ რომში ქორწინება წმინდა საიდუმლოდ და სახელმწიფოს საყრდენად ითვლებოდა. Mმდიდარ ოჯახებში ქორწინება გარკვეული გათვლით ხდებოდა, მას საფუძვლად ან გვარის გაგრძელება (matrimonium), ან სამფლობელოების გაერთიანება, ან პოლიტიკური კავშირების განმტკიცება ედო. მაგრამ არსებობდა
გარკვეული აკრძალვები: მეუღლეები არ უნდა ყოფილიყვნენ მე-4 მუხლის ნათესავები, ეს ინცესტად ითვლებოდა და სიკვდილით ისჯებოდა (მოგვიანებით გადასახლებით). ასევე აკრძალული იყო ქორწინება ნაშვილებ შვილებსა და მშობლებს შორის. დროთა განმავლობაში ეს აკრძალვები შემსუბუქდა. ჩვ. წ-მდე I საუკუნეში დაშვებულ იქნა ბიძაშვილებსა და ბიძაშვილ-მამიდაშვილებს შორის ქორწინება. ჩვ. წ. III საუკუნიდან დაშვებულ იქნა ქორწინება ბიძებსა და ძმისშვილებს, ბიძებსა და დისშვილებს შორის. და-ძმას შორის ქორწინება გვხვდებოდა რომის ეგვიპტეში უბრალო ადამიანებს შორისაც კი, რაც რომაელებისათვის კანონის დარღვევა იყო, მაგრამ დაშვებული იყო ადგილობრივი ტრადიციით.[64]
Uუნდა გავიხსენოთ, რომ სეპტიმუს სევერი (კარაკალას მამა) აფრიკული წარმომავლობის იყო, ხოლო იულია დომნა – სირიელი. თვით კარაკალა კი ეგვუპტურ ღმერთ იზიდას ეთაყვანებოდა და რომში ტაძარი აუგო. ჰეროდიანეს ცნობით, მუდმივად ეჩვენებოდა შეთქმულებები, გამუდმებით უსმენდა ორაკულს, მთელს ქვეყანაში ეძებდა მაგებს, ვარსკვლავთმრიცხველებს, მკითხავებს ცხოველების შიგნეულზე. [65] უნებურად გახსენდება, ტამორას შვილის მსხვერპლად შეწირვა ტიტუსის დაღუპული ვაჟებისადმი და აარონის აფრიკული წარმომავლობა. მიუხედავად ამისა, იმ ხალხებშიც კი, რომელთაც კარაკალას მშობლები წარმოადგენდნენ, დედა-შვილს შორის სქესობრივი კავშირი, ინცესტად აღიქმებოდა და სასტიკად აკრძალული იყო. თუ ქირონისა და დემეტრიუსის ასაკს გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტამორა სატურნინუს დედად უფრო შეეფერება, ვიდრე მეუღლედ. ეს კავშირი თავისი არსით სულაც არაა შორს ინცესტისაგან.

ნადიმობის სცენას შექსპირის პიესაში გვაგონებს კარაკალას მიერ ჩადენილი ერთი ისტორიული ფაქტი: მან პართიის მეფეს არტაბანს ცოლად სთხოვა ქალიშვილი, მაგრამ როცა უარი მიიღო, გააპარტახა მისი ქვეყანა, აიღო ქალაქი არბელა, სადაც გათხარა პართიელ მეფეთა საძვალე, ხოლო მათი ნეშტების მტვერი ქარს გაატანა. არტაბანი დათახმდა ზავს და მეგობრულად შეხვდა იმპერატორს, მაგრამ ნადიმის დროს კარაკალამ ბრძანა თავს დასხმოდნენ ბარბაროსებს და გაეწყვიტათ ისინი, მეფემ ძლივს გაასწრო მცირე ამალით[66]
ასევე ინტერესს იწვევს სომხეთის მეფესთან ჩადენილი საქციელის და ტიტუსის სახლში გამართული ნადიმის პარალელიც: კარაკალამ სომხეთის მეფე შვილებით თავისთან დაპატიჟა, რათა ისინიც დაეხოცა, მაგრამ შეიარაღებულ წინააღმდეგობას გადააწყდა; სომხეთში გაგზავნილი მისი ჯარები განადგურებულნი იქნენ[67]

კარაკალა მრავალრიცხოვან ომებს აწარმოებდა და შემდეგ დაპყრობილი ხალხების სახელებს უმატებდა საკუთარ ტიტულს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით ასე მიითვისა მან გერმანელის, პართიელის, არაბის და ალემანელის სახელები. იმპერატორ პერტინაქსის შვილმა, გელვი პერტინაქსმა ხუმრობით უთხრა: “მოდი, თუ გნებავს, დიდი გუთიც იყავი”. ამით მიანიშნა გეტას მკვლელობაზე[68]
მნიშვნელოვანია თვით კარაკალას სიკვდილის ფაქტიც. 217 წელს მორიგი სამხედრო კამპანიის მომზადების დროს, იგი მოკლული იქნა მესოპოტამიის უდაბნოში კარასთან ერთ-ერთი მისი მხედართმთავრის, პრეტორიის პრეფექტის მარკ ოპელიუს მაკრინის მიერ. [69](ტიტუსიც მხედართმთავარია და ამ ტიტულს ბოლომდე ინარჩუნებს.) უნდა აღვნიშნოთ, რომ როცა იულიამ კარაკალას მკვლელობა შეიტყო, შეეცადა კარაკალას ერთგული ლეგიონები გამოეყენებინა და თავად აეღო ხელში ძალაუფლება, მაგრამ ვერ შეძლო და ხელმოცარულმა შიმშილით მოიკლა თავი.
სიკვდილის მომენტში კარაკალა 43 წლის იყო[70], დაახლოებით ამადენისაა ტიტუსი პიესის დასაწყისში.
აღსანიშნავია, რომ მაკრინის მცირეხნიანი მართველობის შემდეგ, ხელისუფლებაში ისევ სეპტიმუს სევერის შთამომავალი მოვიდა, ე. ი. სევერის შვილიშვილი. რაღაც მსგავსი ხდება პიესაშიც.
იმისგან დამოუკიდებლად მივიღებთ თუ არა ჩვენს მიერ წარმოდგენილ რომელიმე ვარაუდს შექსპირის “ტიტუს ანდრონიკუსის” შესაძლო წყაროდ, ერთი რამ ცხადია, რომ ამ ისტორიებს წითელ ზოლად გასდევს სისასტიკის, ძმისმკვლელობის, ინცესტის ხაზი. ეს განსაკუთრებით ითქმის კარაკალას შემთხვევაზე. ისიც აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შექსპირი ამ ორ თემას, _ ძმისმკვლელობას და ინცესტს, _ მოგვიანებით თავის გენიალურ “ჰამლეტში” დაუბრუნდება და უკვე ისეთი დახვეწილობით შექმნის ამ შედევრს, რომ აღარავის გაუჩნდება სურვილი სხვა ავტორს მისწეროს იგი..
ის ფაქტი, რომ ანტიკურ და შუასაუკუნეობრივ ეპოქებში სისასტიკე ზოგადცივილიზაციური და უმეტესად რიტუალური მოვლენა იყო, დასტურდება სულ ახლახან წალკაში (საქართველო) აღმოჩენილი სამარხებიდან, სადაც აღმოჩნდა უთავო ჩონჩხები და მათთან დაწყობილი ლანგარზე დადებული თავის ქალა. ეს სურათი უნებურად გაგახსენებთ ტიტუსის შვილების მოკვეთილ თავებს. [71]მნიშვნელოვანია თვით კარაკალას სიკვდილის ფაქტიც. 217 წელს მორიგი სამხედრო კამპანიის მომზადების დროს, იგი მოკლული იქნა მესოპოტამიის უდაბნოში კარასთან ერთ-ერთი მისი მხედართმთავრის, პრეტორიის პრეფექტის მარკ ოპელიუს მაკრინის მიერ. [69](ტიტუსიც მხედართმთავარია და ამ ტიტულს ბოლომდე ინარჩუნებს.) უნდა აღვნიშნოთ, რომ როცა იულიამ კარაკალას მკვლელობა შეიტყო, შეეცადა კარაკალას ერთგული ლეგიონები გამოეყენებინა და თავად აეღო ხელში ძალაუფლება, მაგრამ ვერ შეძლო და ხელმოცარულმა შიმშილით მოიკლა თავი.
სიკვდილის მომენტში კარაკალა 43 წლის იყო[70], დაახლოებით ამადენისაა ტიტუსი პიესის დასაწყისში.
აღსანიშნავია, რომ მაკრინის მცირეხნიანი მართველობის შემდეგ, ხელისუფლებაში ისევ სეპტიმუს სევერის შთამომავალი მოვიდა, ე. ი. სევერის შვილიშვილი. რაღაც მსგავსი ხდება პიესაშიც.
იმისგან დამოუკიდებლად მივიღებთ თუ არა ჩვენს მიერ წარმოდგენილ რომელიმე ვარაუდს შექსპირის “ტიტუს ანდრონიკუსის” შესაძლო წყაროდ, ერთი რამ ცხადია, რომ ამ ისტორიებს წითელ ზოლად გასდევს სისასტიკის, ძმისმკვლელობის, ინცესტის ხაზი. ეს განსაკუთრებით ითქმის კარაკალას შემთხვევაზე. ისიც აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შექსპირი ამ ორ თემას, _ ძმისმკვლელობას და ინცესტს, _ მოგვიანებით თავის გენიალურ “ჰამლეტში” დაუბრუნდება და უკვე ისეთი დახვეწილობით შექმნის ამ შედევრს, რომ აღარავის გაუჩნდება სურვილი სხვა ავტორს მისწეროს იგი..
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვარაუდებიდან ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: მაშინ როცა ტიტუსის შესაძლო პროტოტიპად შეიძლება მივიჩნიოთ ანდრონიკ I პიროვნება, პიესის ფაბულის შესაძლო წყაროდ შეიძლება ვივარაუდოთ ძმების, კარაკალასა და გეტას მტრობის ამბავი.
[1] Spencer, T.J.B. "Shakespeare and the Elizabethan
Romans", Shakespeare Survey, 10 (1957). Ggv. 27–38
[2] ““უილიამ შექსპირი”. აკადემიური გამოცემა. სამტომეულის I ტომი. თბ. “ხელოვნება”. 1983.“ტიტუს ანდრონიკუსი”. გვ. 240
[4] Waith, Eugene M. (ed.) Titus Andronicus (The Oxford
Shakespeare; Oxford: Oxford University Press, 1984). gv. 35
[5] Maxwell, J.C (ed.) Titus Andronicus (The Arden
Shakespeare, 2nd Series; London: Arden, 1953) gv. 92
[6] Waith, Eugene M. (ed.) Titus Andronicus (The
Oxford Shakespeare; Oxford: Oxford University Press, 1984) gv.
28-29
[7] a)Bate, Jonathan (ed.) Titus
Andronicus (The Arden Shakespeare, 3rd Series; London: Arden, 1995) gv.
93-94
b) Dover Wilson, John (ed.) Titus Andronicus (The
New Shakespeare; Cambridge: Cambridge University Press, 1948) Tavi
xli
[8] Bullough,
Geoffrey. Narrative and Dramatic Sources of Shakespeare (Volume 6): Other
'Classical' Plays (Columbia: Columbia University Press, 1966) gv.
24.
[9] F rance Yates, Astraea: The
Imperial Theme in the Sixteenth Century (London: Routledge & Kegan Paul,
1975), gv. 70–79
[10] Bate,
Jonathan (ed.) Titus Andronicus (The Arden Shakespeare, 3rd Series; London:
Arden, 1995) gv. 92
[12] Waith, Eugene M. (ed.) Titus Andronicus
(The Oxford Shakespeare; Oxford: Oxford University Press, 1984) gv. 87.
[13] Hunter, G.K. "The Sources of Titus Andronicus
– once again", Notes and Queries, 30:2 (Summer, 1983b) gv.
183.
[14] Waith,
Eugene M. (ed.) Titus Andronicus (The Oxford Shakespeare; Oxford: Oxford
University Press, 1984) gv. 83
[15] Law, Robert A. "The Roman Background of
Titus Andronicus", Studies in Philology, 40:2 (April 1943). Ggv. 147
[16] «Шекспировская энциклопедия». Ред.: Стэнли Узллс при
участии Джеймса Шоу. М. Радуга. 2002. http://www.thelib.ru/books/avtot
neizvesten/shekspirovskaya enciklopediya-red.html
12.06.2011
[17] “ქართული შექსპირიანა”. წიგ. 3. თბ. “ხელოვნება”. 1972. რედ. ნN. ყიასაშვილი. სტატ.: შ. ბადრიძე, ი. კენჭოშვილი.: “უ. შექსპირის “ტიტუს ანდრონიკუსი”.
[18] სანიკიძე ლ. “დავითიან-თამარიანი”. თბ. “უნივერსიტეტის გამომცემლობა” 1994.
[19] ვიკიპედია. თავისუფალი ენციკლოპედია. რუსუდანი (გიორგი III ასული).http://ka.wikipedia.org/wiki/რუსუდანი_(გიორგი_III-ის_ასული)
[19] ვიკიპედია. თავისუფალი ენციკლოპედია. რუსუდანი (გიორგი III ასული).http://ka.wikipedia.org/wiki/რუსუდანი_(გიორგი_III-ის_ასული)
[20] “ქართული
შექსპირიანა”. წიგ. 3. თბ. “ხელოვნება”. 1972. რედ. ნN. ყიასაშვილი.
სტატ.: შ. ბადრიძე, ი. კენჭოშვილი.: “უ. შექსპირის “ტიტუს ანდრონიკუსი”.
[21] E ე. ხინთიბიძე. “რუსთველის “ვეფხისტყაოსანი” _ კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და სეფიანთა ირანის ქართველები”. ჟურ. “ქართველოლოგი”. #1.
http://kartvelologi.tsu.ge/index.php/ge/journal/inner/4. 24.08.2013.
http://kartvelologi.tsu.ge/index.php/ge/journal/inner/4. 24.08.2013.
[23] Aa) ე. ხინთიბიძე. “რუსთველის “ვეფხისტყაოსანი” _ კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და სეფიანთა ირანის ქართველები”. ჟურ. “ქართველოლოგი”. #1.
Ehttp://kartvelologi.tsu.ge/index.php/ge/journal/inner/4. 24.08.2013.
Ehttp://kartvelologi.tsu.ge/index.php/ge/journal/inner/4. 24.08.2013.
.
[25] E ე. ხინთიბიძე. “რუსთველის “ვეფხისტყაოსანი” _ კულტურული ხიდი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და სეფიანთა ირანის ქართველები”. ჟურ. “ქართველოლოგი”. #1.
http://kartvelologi.tsu.ge/index.php/ge/journal/inner/4. 24.08.2013.
http://kartvelologi.tsu.ge/index.php/ge/journal/inner/4. 24.08.2013.
[35] журнал "Культ Личностей", январь/февраль
2000. Сергей Дашков. Андроник I Комнин. http://www.peoples.ru/state/king/bizantia/komnin/ bolo
Semowmeba: 09.06.2011
ბ) მეტრეველი რ. “თამარი”. თბ. “განათლება”.1991.
[37] თვარაძე ა. “კოლხთა და დერბენტის მცველ ქართველ მეომართა გამოსახულებანი ებსტორფის მსოფლიო რუკაზე”. ჟურ. «სქართველოს სიძველენი» . თბ. 2000. №2http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/kolxta_derbentis.html 10 10 2012
[39] iqve.
[41] журнал "Культ Личностей", январь/февраль
2000. Сергей Дашков. Андроник I Комнин. http://www.peoples.ru/state/king/bizantia/komnin/ bolo
Semowmeba: 09.06.2011
[42] ა) журнал "Культ Личностей", январь/февраль
2000. Сергей Дашков. Андроник I Комнин. bolo Semowmeba: 09.06.2011
ბ) სანიკიძე ლ. “დავითიან-თამარიანი”. თბ. “უნივერსიტეტის გამომცემლობა” 1994.
[43] ვიკიპედია. თავისუფალი ენციკლოპედია. რუსუდანი (გიორგი III ასული). http://ka.wikipedia.org/wiki/რhttp://www.peoples.ru/state/king/bizantia/komnin/უსუდანი_(გიორგი_III-ის_ასული)
[54] იქვე
[63] “უილიამ შექსპირი”. აკადემიური გამოცემა. სამტომეულის I ტომი. თბ. “ხელოვნება”. 1983.“ტიტუს ანდრონიკუსი”. გვ.233
[67] იქვე.