მაია შენგელია

понедельник, 19 июня 2017 г.

ეპილეფსია - დაავადება, თუ მოგზაურობა დროში ©




( ჰიპოთეზა )

ეპილეფსია (ბნედა, გულყრა) იმ რამდენიმე უკურნებელ ქრონიკულ დაავადებათა შორისაა, რომელთა აღმოცენების მექანიზმიც დღემდე შეუსწავლელია. შედარებით უკეთაა შესწავლილი დაავადების შეტევითი პროცესის განვითარების ფიზიოლოგიური მექანიზმი და იგი დაახლოებით ასე გამოიყურება:
ცნობილია, რომ თავის ტვინის ქერქის კონკრეტული  უბანი პასუხს აგებს კონკრეტული ორგანოების ფუნქციონირებაზე. როცა თავის ტვინის ქერქის რომელიმე უბანი მექანიკურად დაზიანებულია (ან თავის დარტყმის, თავში ჩარტყმის, სისხლჩაქცევის და სხვა შედეგად), პრობლემური ხდება იმ ორგანოთა მართვა, რომელზედაც ეს უბანი აგებს პასუხს. თავის ტვინის ქერქის უნიკალური თვისების გამო, ჩვეულებრივ, არადაძაბული მუშაობის პირობებში, დაშავებული უნბის ფუნქციებს მის ირგვლივ მყოფი უბნები ინაწილებენ და ორგანიზმის ფუნქციონირება შეუფერხებლად მიმდინარეობს. მაგრამ როცა ორგანიზმს დაძაბულ რეჟიმში უწევს ფუნქციონირება, მაშინ დაშავებული უბნის ირგვლივ მყოფ უბნებს თავისი საქმეც ბევრი აქვთ და ვეღარ იღებენ თავის თავზე სხვა უნბის ფუნქციებს, რის გამოც დაშავებულ უბანზე ვითარდება ე. წ. „შეკავება“ (უარის თქმა საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე). ისევ და ისევ თავის ტვინის ქერქის უნიკალური აგებულების გამო, ერთ უბანში აღმოცენებული შეკავება თანდათან მთელს თავის ტვინის ქერქზე ვრცელდება და ორგანიზმი წყვეტს ფუნქციონირებას. ამის შედეგია სხეულის კრუნჩხვითი დაძაბულობა. ეს პროცესი რომ რამდენიმე წამზე დიდხანს გაგრძელდეს, უთუოდ დადგება კლინიკური სიკვდილის ფაზა, მაგრამ რამდენიმე წამიანი განმუხტვის შემდეგ, თავის ტვინის ქერქში თანდათან ხდება „შეკავების“ ლიკვიდაცია და საციცოცხლო ფუნქციების აღდგენა. 
დაავადების  მათელი ეს ფიზიოლოგიური სურათი შეგვიძლია შევადაროთ შენობაში ელექტროგაყვანილობის ფუნქციონირებას. როცა ერთ უბანზე გადატვირთვა ხდება, ამ უბანზე პასუხისმგებელი ღილაკი ამოვარდება მრიცხველიდან, რითაც მიგვანიშნებს, რომ რაღაც წესრიგში არაა. თუ ჩვენ გაუმართაობის აღმოფხვრის გარეშე დაჟინებით ვეცდებით ღილაკის ჩართვას, მაშინ მრიცხველის ყველა ღილაკი ამოვარდება და განათება მთელ შენობაში გაითიშება.
თითქოს ყველაფერი შესწავლილი ჩანს, მაგრამ რა იწვევს გადატვირთვას და დაზიანებულ უბანშე „შეკავების“ წარმოქმნას? ანუ რა იწვევს შეტევით სინდრომს? სწორედ ეს ასპექტია ნაკლებად შესწავლილი. საქმე იმაშია, რომ ეპილეფსია ე. წ. „ემოციური“ დაავადებაა. შეტევითი სინდრომის წარმოქმნას იწვევს გადაჭარბებული ემოცია (როგორც უარყოფითი - წყენა, ისე დადებითი - სიხარული, ასევე ფიზიკური გადაღლის შეგრძნება). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარდა ფიზიოლოგიური პროცესისა, შეტევითი სინდრომის პროცესი მიმდინარეობს ე. წ. აურაში, ადამიანის ენერგეტიკულ ველში და ამ ცვალებადობას პაციენტი გრძნობს მთელი ხერხემლის გასწვრივ ქვევიდან ზევით მსუბუქი სიოსმაგვარი შეგრძნებით. თითქმის ყველა პაციენტი რამდენიმე წამით ადრე გრძნობს ამ ცვლილების მოახლოებას და ცდილობს გაირინდოს, სანამ ეს ყველაფერი გაივლის. ამ განცდას თან ახლავს შიშის ისტერიული განცდა, რადგან ადამიანი ემოციურად მისთვის უცნობ მდგომარეობაში  გადადის.  რა არის ეს შეუცნობელი და რა იწვევს ადამიანში ასეთ პანიკურ შიშს?
     ეპილეფსიურ დაავადებას რამდენიმე ათეული ფორმა გააჩნია, მათ შორის ისეთებიც, რომელთაც გონებრივი სისუსტე ახლავს თან, მაგრამ არის ფორმები, რომლებიც თითქმის შეუმჩნეველია გარეშე თვალისათვის და მხოლოდ პაციენტმა და მისმა ახლობლებმა იციან მის შესახებ. ეს არის ე. წ. „მცირე ეპილეფისიის“ ფორმა, როცა შეტევის ხანგრძლივობა არ აღემატება წამის მეოთხედ ნაწილს. ასეთი პაციენტების უმრავლესობას ახსოვს შეტევის მიმდინარეობის პროცესი და ის ემოცია და განცდა, რასაც ამ დროს განიცდიან. უმრავლესობა მათგანი აღწერს ერთი და იგივე შეგრძნებას (ამის გადამოწმება შესაძლებელია კლინიკური ჩანაწერების საშუალებით), კერძოდ, ყველა პაციენტი გრძნობს შეტევის მოახლოებას ხერხემლის გასწვრივ აურაში მსუბუქი სიოსმაგვარი ქრილვით, რომელიც ქვემოდან ზემოთ მოძრაობს და ჩერდება შუბლზე თვალებს ზემოთ, რის შემდეგაც მას წარმოუდგება რაიმე ეპიზოდი მისი განვლილი ცხოვრებიდან. სურათში არ არიან ადამიანები, მაგრამ არის საგნები და მოვლენები, ოღონდ როგორც წესი იმ სურათს რაღაც აკლია, რაღაც ისე არ არის, როგორც სინამდვილეში იყო და პაციენტი დაჟინებით ცდილობს გაიხსენოს და დააზუსტოს რა არ არის ისე და რა უნდა იყოს სინამდვილეში, მაგრამ როგორც წესი ვერ ასწრებს გახსენებას და უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. მთელ ამ პროცესს თან ახლავს შიშის სინდრომი, რადგან ადამიანი დროში უკან გადაინაცვლებს და ეს მისთვის უჩვეულო მდგომარეობაა, რადგან ის მხოლოდ აწმყოში არსებობს და იცის, რომ მომავალში მიდის, მაგრამ ეპილეფსიური შეტევის დროს ის დროში უკან ბრუნდება.
რომ არა შიშის სინდრომი, მთელი ეს პროცესი, რომელიც აურაში მიმდინარეობს უაღრესად სასიამოვნოც კი იქნებოდა. ამ დროს აღმოცენებული შეგრძნება დაახლოებით შეიძლება შევადაროთ ღია ვარდისფერს და ალუბლის წვენისფერი ბარხატის რბილ შეხებას. საფიქრებელია, რომ სწორედ ამ სიამოვნების განცდასთან უნდა იყოს დაკავშირებული შეტევების ე. წ. „კასკადის“ წარმოქმნა. პირველი რეალური შეტევის შემდეგ ადგილი უნდა ქონდეს შეტევების „თვითგამოხმობას“, პაციენტი ქვეცნობიერად თავად ახდენს მათ პროვოცირებას სიამოვნების მიღების მიზნით, მით უმეტეს, რომ კასკადის შემთხვევაში შიშის ფაქტორი თანდათან იკლებს და პროცესი თითქმის დაცლილია დროში გადანაცვლებისაგან. თუ მოხერხდება შეტევის პროვოცირების მექანიზმის დადგენა, მაში მოხერხდება რეალური შეტევის მექანიზმის დადგენაც.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მცირე ეპილეფსიის გამომწვევ მიზეზად პირველ რიგში უნდა მოიაზრებოდეს სისხლის მიმოქცევის სისტემის პრობლემები, რადგან დადასტურებულია, რომ ქალებში შეტევითი სინდრომები აღმოცენდება უმეტესად მესტურალური ციკლის დაწყების წინა პერიოდში, მათ შორის იმ ასაკშიც, როცა ციკლი შეწყვეტილია, დროის იმ პერიოდში ვლინდება, როცა ქალს წლების მანძილზე ციკლი ქონდა.

ფიზიკის სფეროში განხორციელებული ბოლოდროინდელი აღმოჩენები გვიბიძგებს ვივარაუდოთ, რომ დროში გადანაცვლების პროცესი დაკავშირებული უნდა იყოს თავის ტვინის ქერქში მიმდინარე პროცესებთან ატომურ დონეზე, კერძოდ ელემენტარული ნაწილაკების გამოსხივების წარმოქმნასთან, რაც საშუალებას იძლევა მოვლენა დავინახოთ წარსულში და მომავალში. მაგრამ გამორიცხული არაა, რომ საქმე გვქონდეს ენერგიის წარმოქმნის განსხვავებულ პროცესთან,  რადგან პაციენტი ვერასოდეს ხედავს მომავალს, იგი მხოლოდ წარსულს ხედავს. ცოცხალ ორგანიზმიში მიმდინარე ატომური პროცესების შესწავლა ფარდას ახდის არაერთ საიდუმლოს, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ახასიათებს.


ზემოთ გამოთქმული ვარაუდი ეკუთვნის ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე თავადაა დაავადებული მცირე ეპილეფსიის ფორმით, არის ფიზიკოსი და ხელოვანი და მისი ინტელექტი საშუალებას იძლევა დააკვირდეს საკუთარი დაავადების მიმ-დინარეობის პროცესს.
07.06.2017